GPI სამოგზაურო დაზღვევა
სადაზღვევო შემთხვევის დროს მოქმედების წესი და პირობები
სადაზღვევო შემთხვევის, ინციდენტის და ბარგის დაკარგვის დროს მოქმედების წესი
გთხოვთ გაეცნოთ ინსტრუქციას. არათანმიმდევრული მოქმედების შემთხვევაში სადაზღვევო ხარჯები არ ანაზღაურდება.
GPI სამოგზაურო დაზღვევა - სადაზღვევო შემთხვევის დროს მოქმედების წესი
გთხოვთ გაეცნოთ ინსტრუქციას. არათანმიმდევრული მოქმედების შემთხვევაში
საქართველოს გარეთ მიღებული მკურნალობის ხარჯები არ ანაზღაურდება.
მნიშვნელოვანი: ინციდენტის ან ავადობის დადგომისთანავე, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, აუცილებელია ქვემოთ მოცემულ ნომრებზე ინფორმაციის დაფიქსირება. ასევე, თქვენი გაფრენის თარიღი და დაზღვევის დაწყების თარიღი აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს — პოლისის დაწყების თარიღი არ უნდა იყოს გაფრენის თარიღის შემდეგ.
🔢 ნაბიჯ-ნაბიჯ: რეაგირების წესი
მოსალოდნელი ან დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე ან დადგომისთანავე დაუყოვნებლივ დარეკეთ უცხოეთიდან GEO ASSISTANCE-ის ნომერზე.
GEO ASSISTANCE
GeoAssistance-ის წარმომადგენელს მიაწოდეთ ჩივილების ან მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და გაუგზავნეთ პოლისი, რომელიც მიღებული გაქვთ ელ-ფოსტაზე.
შეგიძლიათ უშუალოდ დარეკოთ GPI Holding-ში, უკარნახეთ პოლისის ნომერი და დააზუსტეთ, რომ დაზღვევა ლაიონში გაქვთ შეძენილი.
GPI HOLDING — ჯი პი აი ჰოლდინგი
შეტყობინების წესი (მე-7 პუნქტი) და ანაზღაურების პროცედურა (მე-8 პუნქტი) დეტალურად განსაზღვრულია სადაზღვევო პირობებში.
🧳 დაზღვეული ბარგი — რეაგირების წესი
ბარგის დაკარგვის შემთხვევაში
თუ დაზღვეული ბარგი დაგეკარგებათ, დაუყოვნებლივ დააფიქსირეთ განაცხადი აეროპორტში და აიღეთ სპეციალური დამადასტურებელი ფორმა. ბარგის დაზღვევის სადაზღვევო პირობები იხილეთ სამოგზაურო დაზღვევის პირობების დანართო 1 "ბარგის დაზღვევა"ში.
პარალელურად სავალდებულოა აცნობოთ GPI-ს: (+995 32) 2 505 111
სამოგზაურო დაზღვევის პირობები
სამოგზაურო დაზღვევის პირობების დეტალურად გასაცნობად ჩამოშალეთ.
