GPI სამოგზაურო დაზღვევა

სადაზღვევო შემთხვევის დროს მოქმედების წესი და პირობები

🛡️

სადაზღვევო შემთხვევის, ინციდენტის და ბარგის დაკარგვის დროს მოქმედების წესი

გთხოვთ გაეცნოთ ინსტრუქციას. არათანმიმდევრული მოქმედების შემთხვევაში სადაზღვევო ხარჯები არ ანაზღაურდება.

✈️

GPI სამოგზაურო დაზღვევა - სადაზღვევო შემთხვევის დროს მოქმედების წესი

გთხოვთ გაეცნოთ ინსტრუქციას. არათანმიმდევრული მოქმედების შემთხვევაში
საქართველოს გარეთ მიღებული მკურნალობის ხარჯები არ ანაზღაურდება.

⚠️

მნიშვნელოვანი: ინციდენტის ან ავადობის დადგომისთანავე, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, აუცილებელია ქვემოთ მოცემულ ნომრებზე ინფორმაციის დაფიქსირება. ასევე, თქვენი გაფრენის თარიღი და დაზღვევის დაწყების თარიღი აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს — პოლისის დაწყების თარიღი არ უნდა იყოს გაფრენის თარიღის შემდეგ.

🔢 ნაბიჯ-ნაბიჯ: რეაგირების წესი

1

მოსალოდნელი ან დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე ან დადგომისთანავე დაუყოვნებლივ დარეკეთ უცხოეთიდან GEO ASSISTANCE-ის ნომერზე.

სადაზღვევო ასისტანტი

GEO ASSISTANCE

📱
(+995) 322 120 033
ძირითადი ნომერი - ოპერატორი 24/7
📲
(+995) 599 156 969
WhatsApp / Viber - ოპერატორი 24/7
🌐 ქართული · ინგლისური
2

GeoAssistance-ის წარმომადგენელს მიაწოდეთ ჩივილების ან მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და გაუგზავნეთ პოლისი, რომელიც მიღებული გაქვთ ელ-ფოსტაზე.

3

შეგიძლიათ უშუალოდ დარეკოთ GPI Holding-ში, უკარნახეთ პოლისის ნომერი და დააზუსტეთ, რომ დაზღვევა ლაიონში გაქვთ შეძენილი.

სადაზღვევო კომპანია

GPI HOLDING — ჯი პი აი ჰოლდინგი

☎️
(+995 32) 2 505 111
ოპერატორი 24/7
🌐 ქართული · ინგლისური · რუსული
4

შეტყობინების წესი (მე-7 პუნქტი) და ანაზღაურების პროცედურა (მე-8 პუნქტი) დეტალურად განსაზღვრულია სადაზღვევო პირობებში.

🧳 დაზღვეული ბარგი — რეაგირების წესი

🧳

ბარგის დაკარგვის შემთხვევაში

თუ დაზღვეული ბარგი დაგეკარგებათ, დაუყოვნებლივ დააფიქსირეთ განაცხადი აეროპორტში და აიღეთ სპეციალური დამადასტურებელი ფორმა. ბარგის დაზღვევის სადაზღვევო პირობები იხილეთ სამოგზაურო დაზღვევის პირობების დანართო 1 "ბარგის დაზღვევა"ში.

პარალელურად სავალდებულოა აცნობოთ GPI-ს: (+995 32) 2 505 111

📋

სამოგზაურო დაზღვევის პირობები

სამოგზაურო დაზღვევის პირობების დეტალურად გასაცნობად ჩამოშალეთ.

GPI პირობები გვ. 1 GPI პირობები გვ. 2 GPI პირობები გვ. 3 GPI პირობები გვ. 4 GPI პირობები გვ. 5 GPI პირობები გვ. 6 GPI პირობები გვ. 7 GPI პირობები გვ. 8 GPI პირობები გვ. 9 GPI პირობები გვ. 10 GPI პირობები გვ. 11 GPI პირობები გვ. 12 GPI პირობები გვ. 13